ვიდეოები კულტურა

“თბილისობაზე” კახი კალაძემ ქართულ ხმებთან ერთად იმღერა (ვიდეო)

ბარათაშვილის ქუჩაზე რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნის ღონისძიებაზე, სიმღერა „თბილისოს“ შესრულებისას ქართული ხმების მომღერლებმა სცენაზე ასვლა ქალაქის მერს, კახა კალაძეს სთხოვეს. კალაძემ მოღერლებს უარი ვერ უთხრა და კომპოზიტორის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა, რომელიც დედაქალაქისთვის ერთგვარი სიმბოლოა, პროფესიონალ მუსიკოსებთან ერთად შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ რევაზ ლაღიძის სიმღერა წლების წინაც შეასრულა.  2000 წელს უკრაინაში, კიევის “დინამომ”, რომლის შემადგენლობაშიც მაშინ ქართველი ლეგიონერები, კახა კალაძე და გიორგი დემეტრაძე თამაშობდნენ, უკრაინის პრემიერლიგა და უკრაინის თასი მოიგო. “დინამოს” გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე თბილისის მერმა გიორგი დემეტრაძესთან, ვალერი მელაძესთან და თამარ გვერდწითელთან ერთად, “თბილისო” შეასრულა.

ვიდეოს “იმედინიუსი” ავრცელებს:

 

კომენტარები

კომენტარი