საშემსრულებლო ხელოვნება

ბროდვეიზე ჰილარი კლინტონის შესახებ სპექტაკლს დგამენ

მსახიობები ლორი მეტკალფი და ჯონ ლითგოუ ჰილარი კლინტონისა და მისი მეუღლის, ბილ კლინტონის როლებს შეასრულებენ. ახალი სპექტაკლი – ,,ჰილარი და კლინტონი” ეძღვნება წყვილს, რომელიც ამერიკული პოლიტიკური ლანდშაფტის გავლენიანი ნაწილი გახდა. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს.

აღსაღნიშნავია, რომ მთავარი როლის შემსრულებლები, პრემიის ,,ტონი” ლაურეატები არიან, ამერიკული თეატრალური ხელოვნების სფეროში მოღვაწეობისთვის.

პიესის მოქმედება ვითარდება 2008 წელს, ნიუ-ჰემფშირში, აშშ-ს დემოკრატიული პარტიის პრაიმერის დროს. ამ დროს ჰილარი კლინტონი მეუღლსთან, ბილ კლინტონთან და, ასევე, კამპანიის შტაბის მთავარ სტრატეგთან, მარკ პენთან ერთად, ბარაკ ობამას ებრძვის დემოკრატიული საპრეზიდენტო კანდიდატის უფლების მოსაპოვებლად.

პიესაში კლინტონის ოპონენტი – ბარაკ ობამა, უსახელო პერსონაჟია, რომელიც ,,სხვა კანდიდატით” მოიხსენიება. პიესა ასახავს არა მხოლოდ კლინტონის პოლიტიკურ დაპირისპირებას, არამედ ცოლ-ქმრის ურთიერთობასა და კულუარულ დრამას.

სპექტაკლის პრემიერა 18 აპრილს იგეგმება.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი