კინო

რუსეთში სექსუალურ უმცირესობებზე ფილმი გადაიღეს

ახალგაზრდა რეჟისორმა, ქსენია რატუშნაიამ თავისი ახალი ფილმის გადაღებები დაასრულა. ეს გახლავთ დრამა სექსუალური უმცირესობების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში არც ისე ცოტაა მსგავსი თემატიკის ფილმები, აქ ფილმის გადაღების ლოკაციამ უნდა გაგვაკვირვოს.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორის სადებიუტო ფილმი 2016 წელს გამოვიდა. მოკლემეტრაჟიან ფილმში მან თავად შესრულა ერთ-ერთი მთავარი როლი.

«Аутло» რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღებების ფინანსური მხარე რეჟისორმა საკუთარ თავზე აიღო.

ფილმის მოქმედება ვითარდება როგორც თამედროვე, ისე 1980-იანი წლების მოსკოვში. თავისუფალი მაღალკლასელი აუთლო, მორალური ცრურწმენებითა და კანონებით არაა დამძიმებული. იგი ყოველთვის ცდილობს, მიაღწიოს იმას, რაც სურს. ის შეყვარებულია სკოლაში საკმაოდ პოპულარულ ბიჭზე, რომელიც მის ერთ-ერთ თანაკლასელს, ნიკიტასაც უყვარს.

ეს ყველაფერი მათ მასწავლებელს მოგონენებს უღვიძებს და იხსენებს ნინას, 1980 იან წლებში საბჭოთა ელიტისთვის მოცეკვავე ნინას.

რეჟისორის თქმით, ფილმის თემის შერჩევა საგანგებოდ მოხდა, რადგან სექსუალური უმცირესობებისთვის არსებობა, განსაკუთრებით, მის ქვეყანაში, რთულია.

“ეს არის ჰომოსექსუალი სკოლის მოსწავლის, ნიკიტასა და საბჭოთა პერიოდის ტრანსგენდერი მოცეკვავის, ნინას ისტორია. ფილმი არაა პროპაგანდისტული, ის არის მხატვრული. მე ვისურვებდი, რომ ფილმს აუდიტორია ჰყავდეს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ, ჩემს ქვეყანაშიც.  მინდა ყველამ ნახოს, რომ ჰომოსექსულები და ტრანსგენდერები ჩვეულებრივი ადამიანები არიან.” – ამბობს რეჟისორი.

კომენტარები

კომენტარი