ვიდეოები

The Grand Tour-ის წამყვანებმა თბილისის მწერალთა სახლში იცეკვეს

როგორც მოგეხსენებათ, ცნობილი ბრიტანელი გადაცემის The Grand Tour-ის წამყვანები ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი საქართველოში იმყოფებიან.

თავდაპირველად ისინი ბათუმის ქუჩებში ძვირადღირებული მანქანებით შენიშნეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, წამყვანები საქართველოში გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდის გადასაღებად ჩამოვიდნენ.

ბათუმის შემდეგ გეზი თბილისისკენ აიღეს და როგორც მოსალოდნელი იყო ბევრი საინტერესო თავგადასავალიც გადახდათ.

ჯერემი კლარკსონი ინსტანგრამის გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც წამყვანები თბილისის მწერალთა სახლში ABBA-ს მუსიკაზე ცეკვავენ.

წამყვანები ვიდეოში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის პაროდიას აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ტერეზა მეი კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე, ლეგენდარული შვედური ჯგუფის, ABBA-ს სიმღერის ფონზე გამოვიდა, რასაც დიდი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელში.

 

View this post on Instagram

 

No. Even when we do it, it looks stupid.

A post shared by Jeremy Clarkson (@jeremyclarkson1) on

კომენტარები

კომენტარი