კულტურა

როგორ ჟღერდა მუსიკა, რომელსაც ძველი ბერძნები უსმენდნენ?

ანტიკური საბერძნეთის კულტურა მჭირდოდაა დაკავშირებული მუსიკასთან. ის ბერძენთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახლდათ. სახვითი ხელოვნების ნიმუშები მოწმობენ, რომ ძველ საბერძნეთში მუსიკალური ხელოვნება საკმაოდ მაღალი დონის იყო. სიმღერები, ძირითადად, ლირისა და სხვადასხვა დასარტყმელი ინსტრუმენტების თანხლებით სრულდებოდა.

მუსიკის ჩასაწერად ბერძნები იყენებდნენ ბერძნული და ფინიკიური ანბანის ასოებს. აღმოჩენილი და, ნაწილობრივ, გაშიფრულია ძველი ბერძნული მუსიკის რამდენიმე ფრაგმენტი. მათგან აღსანიშნავია მუსიკა ევრიპიდეს ტრაგედიიდან „ორესტე“, სამგლოვიარო და ლირიკური სიმღერები, აპოლონის სადიდებელი ჰიმნები…

თანამედროვე მეცნიერებმა დაიწყეს ფიქრი იმის შესახებ, როგორ შეიძლებოდა უძველესი მუსიკალური ნამუშევრების აღდგენა 100 პროცენტიანი სიზუსტით.

,,ძველბერძნული მუსიკალური ინსტრუმენტები ცნობილია აღწერებიდან, არქეოლოგიური აღმოჩენებიდან, ნახატებიდან. ახალი დეტალები ბერძნული მუსიკის შესახებ ცნობილი გახდა რამდენიმე ათეული უძველესი დოკუმენტიდან, რომლებიც ვოკალური მუსიკის ალფავიტურ ნოტაციას წარმოადგენენ. ისინი შექმნილია ძვ.წ დაახლოებით 450 წელს.

ბერძნებმა შეიმუშავეს მუსიკალური ინტერვალების მათემატიკური თანაფარდობა: ოქტავა 2:1, კვინტა 3:2, კვარტა 4:3 და ა.შ

ნოტაცია ზუსტად მიუთითებს ბგერათა სიმაღლეზე.” – ამბობს BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში მუსიკოსი და ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექტორი. (Armand D’Angour)

როგორ ჟღერდა ძველბერძნული მუსიკა? მოისმინეთ დეივიდ კრიზის მიერ შესულებული ანტიკური დროის რვასიმიან საკრავზე შექმნილი სიმღერა, რომელიც ქვის ფილიდან იქნა ამოიკითხული.

გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ძველბერძულ მუსიკას:

ეს გახლავთ არია ევრიპიდეს ტრაგედიიდან ,,იფიგენია ავლისში”. დაწერილი იყო პაპირუსზე (ძვ.წ lll საუკუნე)

ქრისტიანული ჰიმნი, რომლის ტექსტიც, ასევე, პაპირუსიდან იქნა გაშიფრული. თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვით lll-lV საუკუნეებით. ეს გახლავთ წმინდა სამების საგალობელი.

ტექსტი ათენელი პოეტების მიერაა დაწერილი, გაშიფრული იქნა ქვის ფილიდან, რომელიც ძ.წ ll საუკუნით თარიღდება.

 

 

კომენტარები

კომენტარი