ვიდეოები

რა არის MultKartuli და ვინ არიან მისი შემქმნელები?

ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ახალი ქართული გვერდი MultKartuli, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ცნობილი რუსული ანიმაციების სახალისო ქართულ თარგმანებს, რომლებიც ,ძირითადად, ქართულ რეალობაზეა მორგებული.

“არტნიუსი” ესაუბრა გვერდის შემქმნელს და გთავაზობთ ინტერვიუს:

– როგორ გაჩნდა იდეა და როგორია სამუშაო პროცესი?

– მე და ჩემი მეგობარი ვისხედით საკმაოდ არაფხიზელ მდგომარეობაში და ვუყურებდით KuTstupid-ის ვიდეოებს, რა დროსაც ორივეს გაგვიჩნდა სურვილი, რომ ქართულად შეგვექმნა მსგავსი ტიპის პროდუქტი. თეატრალური მხრივ, საკმაოდ გათვიცნობიერებულები ვიყავით ორივე, ასევე, ვიცოდით მონტაჟიც და მალევე შევუდექით მუშაობას. რაც შეეხება სამუშაო პროცესს, ძალიან ჩვეულებრივია, მუდმივად კარგ ხასიათსა და განწყობაზე ვართ. ზოგადად, ესაა, რაც მთელ ერს გვჭირდება – მეტი “მხნეობა”.

– ანიმაციებს პირდაპირ თარგმნით თუ ქართულ რეალობას არგებთ?

– ვთარგმნით ჩვენთვის შესაფერისს კონტექსტში, რა თქმა უნდა, რაც აქტუალურია, მაგრამ ანიმაციის იდეა არ იკარგება, აზრი იგივე დევს.

– რა ჯგუფი დგას ამის უკან? (რამდენი ადამიანი, რა პროფესიის)

“გუნდის თავში ორად-ორი მეგობარი დგას, მაგრამ ორად-ორ მეგობარს, აგრეთვე, ჰყავს მეგობრები, რომლებიც ამ საქმის პოზიტიურობის წინ წაწევაში ხანდახან გვეხმარებიან. საერთო ჯამში, 3 ადამიანია გუნდში. ყველა შერეული პროფესიის, ასე რომ ვთქვათ.

თავად ჩვენ მარკეტინგის სფეროში, გაყიდვებზე ვმუშაობთ.

– რა არის ანიმაციების შინაარსი და მიზანი?

– ანიმაციების შინაარსი არის სხვადასხვა, ხოლო მიზანი არის პოზიტივის წარმოქმნა ხალხში.

– საკუთარი ანიმაციების შექმნას თუ აპირებთ სამომავლოდ?

– “კი, ნამდვილად. მსგავსი იდეა არსებობს და გვინდა ამის გაკეთება, უბრალოდ, ამ ეტაპისთვის ანიმატორი არ გვყავს ჯერჯერობით, ვინც დაგვეხმარებოდა ერთობლივი “იდეის” შექმნაში.

კომენტარები

კომენტარი