კინო

რეჟისორი რომან პოლანსკი ახალ ფილმს იღებს

რეჟისორი რომან პოლანსკი ამ წლის ნოემბერში თავისი 35-ე მხატვრული ფილმის გადაღებებს იწყებს. ფილმი ეძღვნება კაპიტან ალფრედ დრეიფუსის საქვეყნოდ ცნობილ საქმეს. ებრაული წარმოშობის ფრანგი არტილერიის ოფიცრის გასამართლება და პატიმრობა ღალატის ბრალდებით, ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური პოლიტიკური დრამა გახდა 19-ე საუკუნის საფრანგეთისა და ევროპის ისტორიაში.

ფილმის სამუშაო სათაურია ,,მე, დამნაშავე” (,,J’accuse”). ის გახლავთ ბრიტანელი მწერლის, რობერტ ჰარისის წიგნის ,,ოფიცერი და შპიონი” ეკრანიზაცია.

ფილმში მონაწილეობენ ლუი გარელი, ჟან დუჟარდინი, მეთიუ ამალრიკი და რეჟისორის მეუღლე, ემანუელ სენე.

ფილმის სცენარი პოლანსკიმ ჰარისთან ერთად დაწერა. სხვათა შორის, ეს არაა მწერლის პირველი თანამშრობლობა რეჟისორთან. 2010 წელს გამოვიდა რობერტ ჰარისის წიგნის ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებდნენ იუენ მაკგრეგორი და პირს ბროსნანი. ფილმმა ბერლინის კინოფესტივალზე, საუკეთესო რეჟისურისთვის ოქროს დათვი მიიღო.

პოლანსკის კარიერაში ,,მე, დამნაშავე” ერთ-ერთი იქნება რეჟისორის ფილმების იმ მცირე ჩამონათვალიდან, რომლებიც რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული.

 

კომენტარები

კომენტარი