ლიტერატურა

ჯოან როულინგის ახალი რომანი და შეფასებები

,,ჰარი პოტერის” წიგნების სერიის ავტორმა, ჯოან როულინგმა ახალი რომანი გამოსცა, სახელწოდებით ,,Deadly White”. დეტექტიური ნაწარმოები მწერლის ფსევდონიმის, რობერტ გელბრეითის სახელით გამოიცა.

დიდი რეზონანსი გამოიწვია არა მხოლოდ ნაწარმოების გამოჩენამ, არამედ, ერთ-ერთი ანტიგმირის, ჯიმი ნაითის სახემ, რომელიც, გამოცემა Jerusalem Post-ის თანახმად, ანტისემიტი და ,,სიონისტური შეთქმულების” თეორიის ფანატია.

როულინგის რომანში ანტისემიტის გამოჩენას, რთულია შემთხვევითი ვუწოდოთ, რადგან, 53 წლის ბრიტანელი მწერალი ცნობილია, როგორც რასიზმის, ანტისემიტიზმისა და ყველანაირი სახის დისკრიმინაციის მოწინააღმდეგე. ამის შესახებ როულინგი ხშირად საუბრობს სოციალურ ქსელებსა და საჯარო გამოსვლებში.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალი რომანი გამოჩნდა სწორედ მაშინ, როცა დიდ ბრიტანეთში ანტისემიტიზმის საკითხი დიდი განხილვის საგანი იყო. მაგალითად, ქვეყნის ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, ჯერემი კორბინს ანტიებრაულ განწობებში ადანაშაულებენ.

თავად კორბინმა, ცოტა ხნის წინ BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ყველანაირი სახის დისკრიმინაციას ეწინააღმდეგება.

,,ვარ თუ არა ანტისემიტი? არა. მთელი ცხოვრება ვცდილობ, ვებრძოლო რასიზმს და მის ყველა გამოვლინებას. ანტისემიტიზმი საზოგადოების შურისძიებაა და მე მთელი ცხოვრება მისი წინააღმდეგი ვიქნები. ჩემი აზრით, პარტია უნდა იყოს და ჩვენს შემთხვევაში არის კიდეც ყველაზე უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ადგილი ყველა ერის წარმომადგენლებისთვის” – ამბობს კორბინი ინტერვიუში.

 

კომენტარები

კომენტარი