სტილი, დიზაინი

5 ყველაზე უცნაური და ძვირი პროდუქტი დემნა გვასალიასგან

მსოფლიო საზოგადოება ამბობდა, რომ პარიზში სლიმანდი ბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ დიზაინერზე, დემნა გვასალიაზე ლაპარაკი დასრულდებაო, თუმცა 2 დღის წინანდელ მსოფლიო პრესას რომ გადავხედოთ, ამ წინასწარმეტყველების აშკარა მცდარობას დავინახავთ.

დღესაც, როგორც ყოველთვის, ყველა დემნაზე ლაპარაკობს, თან იმის გათვალისწინებით, რომ 30 სექტემბერს პარიზში “BALENCIAGA-ს” გაზაფხული–ზაფხულის ჩვენება გაიმართა, რომელსაც ეპატაჟის გარეშე არ ჩაუვლია.

დემნა გვასალია ზოგისთვის იმით გამოირჩევა, რომ ყველაზე კრეატიული დიზაინერია, ზოგი კი მხოლოდ და მხოლოდ მის ფასებზე ხან დადებითად ხან კი უარყოფითად აპელირებს.

“არტნიუსი” გთავაზობთ 5 ყველაზე უცნაურ ნივთსა და მათ მაღალ ფასებს დემნა გვასალიასგან:

1. ჩუსტი

Balenciaga Bernie Sanders Logo Slides leather Political

კომპანია “Balenciaga “ დიდხანს მუშაობდა გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისთვის ჩუსტების შექმნისთვის და საბოლოოდ პროდუქციაში ჩაეშვა ეს ნამუშევარი, რომლის დიზაინერი კომპანიის შემოქმედებითი დირექტორი, დემნა გვასალიაა. პროდუქტი 2018 წლის  გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას ეკუთვნის, რომელიც წინა წლის ამავე კოლექციის მოდელისგან არის შთაგონებული.

ქართველი საზოგადოება შოკში ჩუსტების ფასმა ჩააგდო. ის $600 ღირს.

2. ჩაკეცილი ფეხსაცმელი

2018 წლის პირველ ნახევარში დემნა გვასალიას დაფუძნებული ბრენდის, Vetements-ის გაზაფხული-ზაფხულის 2018 წლის კოლექცია მოეწყო, სადაც ყურადღება მიიპყრო მისმა კლასიკურმა შავი ტყავის ფეხსაცმელმა, რომელსაც ერთი ნიუანსი აქვს დამატებული – იგი ჩაკეცილია.

ამ ფეხსაცმლის ფასი 1 390 დოლარია, მისი ჩაცმა როგორც ჩაკეცილი ფორმით,  ისე ტრადიციულადაც შეიძლება

3. ჰაერის არომატიზატორი

Balenciaga გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა, მომხმარებლებს მანქანის ჰაერის არომატიზატორს სთავაზობს. რა თქმა უნდა, ამაში გასაკვირი არაფერია, გარდა ფასისა. ჰაერის არომატიზატორი 267 დოლარი ღირს.

საკიდის ფორმა არაფრით განსხვავდება სხვა არომატიზატორებისგან, მაგრამ დეტალებში ნამდვილად არის რამდენიმე სხვაობა. Balenciaga-ს პროდუქტი ტყავისგან არის დამზადებული, საკიდი ისეთია, რომ მანქანის გასაღებზეც შეიძლება მისი დაკიდება, ხოლო გარეკანზე ოქროსფრად აწერია ბრენდის სახელი და პატარა “ინსტრუქცია”, არომატიზატორი მხოლოდ კლასიკური ავტომობილებისთვისაა.

4. თმის სამაგარი

გასულ წელს “BALENCIAGA–მ” თმის სამაგრების ახალი სერია გამოუშვა, რომლის ღირებულებაც 225 დოლარს შეადგენს. მასზე ოქროსფრად ბრენდის სახელია დატანილი და ცისფერში, ყვითელსა და ვარდისფერში გვხვდება.

5. ჩანთა

ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ჩანთა, 2,145 დოლარი ღირს. პოსტმოდერნისტული პროდუქცია ბრენდ IKEA-ს გადამღერებაა. არავინ იცის რატომ ღირს ასეთი ძვირი ეს ჩანთა, თუმცა, სწორედ ესაა მოდისა და მარკეტინგის საიდუმლო.

კომენტარები

კომენტარი