კინო

,,ადამიანი, რომელმაც დონ კიხოტი მოკლა” – ფილმი, რომელზეც ტერი გილიამი 20 წელი მუშაობდა

ფილმს ,,ადამიანი, რომელმაც დონ კიხოტი მოკლა” , მთელი რიგი პრობლემებისა და სირთულეების გამო 20 წელი დასჭირდა პრემიერისთვის, თუმცა კანის ფესტივალზე აღნიშნეს, რომ ლოდინი ნამდვილად ღირდა.

ფილმის დასრულების შემდგომ, აპლოდისმენტები ათი წუთის განმავლობაში არ შეწყვეტილა.

ფილმში მონაწილეობენ ადამ დრაივერი, ჯონათან პრაისი, ოლგა კურილენკო, როსიდე პალმა.

სიუჟეტი მოგვითხრობს ცნობილი რეჟისორის, ტობი გრისინის შესახებ, რომელმაც სტუნედტობისას დონ კიხოტზე ფილმი გადაიღო და ასაკში იმ სოფელში დაბრუნება გადაწყვიტა, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა. იქ ხვდება იმ მსახიობებს, რომლებიც ერთ დროს მთავარი როლის შემსრულებლები იყვნენ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი