საშემსრულებლო ხელოვნება

თბილისის მერის, კახა კალაძის ნამღერი “თბილისო” კიევში

2000 წელს უკრაინაში, ქალაქ კიევში 1+1–ის არხზე

2000 წელს უკრაინაში, კიევის “დინამომ”, რომლის შემადგენლობაშიც მაშინ ქართველი ლეგიონერები, კახა კალაძე და გიორგი დემეტრაძე თამაშობდნენ, უკრაინის პრემიერლიგა და უკრაინის თასი მოიგო.

“დინამოს” გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე ამჟამინდელმა თბილისის მერმა კახა კალაძემ, გიორგი დემეტრაძესთან, ვალერი მელაძესთან და თამარ გვერდწითელთან ერთად, რევაზ ლაღიძის სიმღერა “თბილისო” შეასრულა.

გვერდწითელის თქმით, სიმღერა უკრაინისა და საქართველოს შორის მეგობრულ ურთიერთობას ეძღვნება.

გთავაზობთ ვიდეოს, სადაც კახა კალაძე “თბილისოს” მღერის.

 

კომენტარები

კომენტარი