არტ მენეჯმენტი შემოქმედებითი ინდუსტრიები

GIFT FESTIVAL – თბილისი ხელოვნების საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

18 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე თბილისი ხელოვნების საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. ,,საჩუქარი” – ასე ჰქვია ფესტივალს, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ქორეოგრაფიას,  ლიტერატურას, დრამატურგიას და ზოგადად, სასცენო მხატვრობასა და მხატვრულ ესთეტიკას.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან იმართება საქართველოში. როგორც ფესტივალის სამხატვრო ხელძღვანელი ქეთი დოლიძე “არტნიუსთან” საუბარში ამბობს, ფესტივალის  მთავარი მიზანია ქართველ მაყურებელს მაღალი დონის, პროგრესული, დახვეწილი ნაწარმოებები აჩვენოს. თეატრალური გემოვნება, უახლესი ტენდენციები რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდა შემოქმედმა უნდა იხილოს.

“„საჩუქარი“ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალია და ცხადია,  მოიცავს და უნდა მოიცავდეს  ხელოვნების ყველა დარგს. ამიტომ, თეატრისა თუ ქორეოგრაფიის, ლიტერატურისა თუ მუსიკის საუკეთესო ნიმუშების მოპოვება და  წარმოდგენა ფესტივალის პრიორიტეტია. „საჩუქარი“ ყოველთვის ცდილობს მოიპოვოს საუკეთესო, რაც კი მსოფლიოში შექმნილა ბოლო წლებში” – ამბობს ქეთი.

მისივე თქმით, ფესტივალის წლევანდელ პროგრამაში მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტი მიენიჭა ერთ-ერთი ქვეყნის „ფოკუსის“ ჩატარებას, რაც განსაზღვრავს, რომელიმე ქვეყნიდან საუკეთესო ქმნილებების ჩამოტანას ხელოვნების ყველა დარგში.

აღსანიშნავია, რომ 1991 წლის შემდეგ საქართველო, საერთაშორიოსო რუქაზე საკუთარი უნიკალური ხელოვნებით სწორედ GIFT ფესტივალის საშუალებით დამკვიდრდა. „საჩუქარი“ გააშუქა ეროვნულმა პერიოდიკამ და მსოფლიოს წამყვანმა არხებმა, მათ შორის  BBC, CNN, Reuters ,The Times, Heralds, The Scotsman.

 

კომენტარები

კომენტარი