სტილი, დიზაინი

Balenciaga-მ 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა (ფოტო და ვიდეომასალა)

Balenciaga-მ პარიზის მოდის კვირეულზე 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა.

ქართველმა ეპატაჟისტმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ ახალ კოლექციაში აქცენტი კომპიუტერულ სისტემაზე დასვა, კერძოდ, ტექნოლოგიების გავლენაზე საზოგადოებასა და მსოფლიოზე.

“ასეთი პროექტი არასდროს გაკეთებულა. ამდენმა ეკრანმა თავი ერთადერთ სივრცეში პირველად მოიყარა.” – ამბობს დიზაინერი.

შეგახსენებთ, რომ გვასალიასთვის ტექნოლოგიური ტენდენციების მოდაში შემოტანა უცხო არაა. Vetements-მა აპლიკაციაც შექმნა, რომელიც ტანსაცმელზე განთავსებული კოდების დასკანერების შემდეგ მომხმარებელს Wikipedia-ს შესაბამის გვერდზე გადაიყვანს, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აფხაზეთისა და საქართველოს ომის ისტორიას.

დაათვალიერეთ fashionista-ს გალერეა:

navigate_before
navigate_next

 

კომენტარები

კომენტარი