ვიზუალური ხელოვნება კულტურა

საბჭოთა ანტიალკოჰოლური პროპაგანდა

საბჭოთა კავშირის არსებობის განმავლობაში, მთელ მის ტერიტორიაზე ხორციელდებოდა აქტიური ანტიალკოჰოლური პროპაგანდა, რომლის ფარგლებშიც მთავრობა იღებდა მკაცრ ზომებს, მოსახლეობაში ალკოჰოლის მოხმარების შემცირების მიზნით.

მკაცრი სასჯელი იყო მიღებული პარკებსა და სკვერებში ალკოჰოლური სასმელის მიღების შემთხვევაში. თუკი ნასვამ მდგომარეობაში დაიჭერდნენ ადამიანს, სამსახურში სერიოზული პრობლემა შეექმნებოდა. სამუშაო ადგილზე ალკოჰოლის მიღება, სამსახურიდან გათავისუფლებითა და პარტიიდან გარიცხვით მთავრდებოდა. აკრძალული იყო ბანკეტები, აქტიურად მიმდინარეობდა უალკოჰოლო ქორწილების პროპაგანდა. გამოჩნდა ე.წ. ,,სიფხიზლის ზონები”, რომლებშიც ალკოჰოლი არ იყიდებოდა.

ანტიალკოჰოლურ პროპაგანდაში ჩართული იყო პროფკავშირები, მთელი ჯანმრთელობისა და განათლების სისტემა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და შემოქმედებითი კავშირებიც კი. (მწერალთა, კომპოზიტორთა კავშირები).

ცენზურა კრძალავდა ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და სიმღერებს, რომელშიც ალკოჰოლის პროპაგანდა ჩანდა. ასევე, სპექტაკლებიდან და კინოფილმებიდან იჭრებოდა ალკოჰოლის მიღების სცენები.

საბჭოთა მხატვრები აქტიურად ხატავდნენ პოსტერებს, რომლებიც აფრთხილებდნენ საზოგადოებას ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებული დოზით მიღების საფრთხეებზე.

გთავაზობთ 1920-1980 წლების ანტიალკოჰოლურ პოსტერებს:

Пьянству бой: антиалкогольные советские плакаты

Пьянству бой: антиалкогольные советские плакаты 4

Пьянству бой: антиалкогольные советские плакаты 5

Пьянству бой: антиалкогольные советские плакаты 7

Пьянству бой: антиалкогольные советские плакаты 8

Пьянству бой: антиалкогольные советские плакаты 11

Пьянству бой: антиалкогольные советские плакаты 12

Пьянству бой: антиалкогольные советские плакаты 16

Пьянству бой: антиалкогольные советские плакаты 17

Пьянству бой: антиалкогольные советские плакаты 19

 

 

Пьянству бой: антиалкогольные советские плакаты 18

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი