ვიზუალური ხელოვნება კულტურა

მე-20 საუკუნის ზოოპარკის ვოლიერებში ადამიანები ჰყავდათ (ფოტორეპორტაჟი)

ზოოპარკების არსებობა-არარსებობაზე მსჯელობა, ბოლო დროს, პოპულარულია, ეს, რა თქმა უნდა, ცხოველთა უფლებების დაცვის საკითხის წინა პლანზე წამოწევასაც უკავშირდება.

საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის, რომ ცხოველის არაბუნებრივ გარემოში, ტყვეობაში ყოფნა გაუმართლებელია. რომ ზოოპარკი, თავისი არსით სადისტური პროპაგანდის მატარებელია. ამ აზრის საწინააღმდეგოდ, არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომ ზოოპარკი ერთადერთი საშუალებაა გადაშენების პირას მისული ცხოველთა სახეობების გენოფონდის შესანახად.

ასეა თუ ისე, ზოოპარკის არსებობას, როგორც წესი, მხოლოდ მეორე არგუმენტი ამართლებს. თუმცა, საინტერესოა, რა ამართლებს ვოლიერებში გამომწყვდეული ადამიანებით შექმნილ სანახაობას. დაუჯერებელია, მაგრამ მეოცე საუკუნეში არსებობდა ზოოპარკები, სადაც გალიებში, ცხოველების ნაცვლად, ადამიანები ცხოვრობდნენ.

გთავაზობთ ფოტოსურათებს: ნამდვილი ადამიანები ვოლიერებში და უამრავი ხალხი, რომელიც მზად არის თანხა გადაიხადოს ამ სანახაობისთვის.

1. ინდიელები ევროპაში. ოჯახი, რომელსაც ზოოპარკში აჩვენებდნენ

2. კარლ ჰაგენბეკი, ცნობილი როგორც ზოოპარკის შემქმნელი. ცოტამ თუ იცის, რომ თავდაპირველად მან სწორედ ,,ადამინების ზოოპარკი” შექმნა

3. აფრიკელი გოგონა ზოოპარკში. ბელგია, 1958 წელი

4. ნიუ-იორკი, 1909 წელი. მას დავალებული ჰქონდა მუდმივად ეტარებინა ორანგუტანგები და სხვა მაუმუნები 

5. “Jardin d’Agronomie Tropicale”- ,,ადამიანების ზოოპარკი” პარიზში

6. გოგონა, რომელიც ზოოპარკის სტუმრებისთვის ,,სანახაობა” იყო

7. ,,ზოოპარკი” გერმანიაში, დედა შვილთან ერთად

8. პარიზი, 1931 წელი

9. პიგმეების ჯგუფი, რომელიც იძულებულია იცეკვოს, რათა წარმოდგენაზე მისული ადამიანები გაართოს

10. 1904 წლის 13 ნოემბერი, ფილიპინელები აწყობენ სანახაობას მაყურებლისთვის

11. პატარა ფილიპინელი გოგონა, როგორც ექპონატი. ნიუ-იორკი, 1906 წელი

12. 1958 წელი, შოუ, რომელიც ხაზს უსვამს განსხვავებას ევროპელებსა და ,,პრიმიტიულ” ხალხს შორის

13. ვილჰელმ მეორე ხვდება ეთიოპელებს. გერმანია, 1909 წელი

14. მამაკაცი, რომელსაც ,,ევოლუციის შეცდომად” მოიხსენებდნენ. მის სანახავად, ყოველდღიურად 40 ათასზე მეტი ადამიანი მიდიოდა ზოოპარკში. 1906 წელი.

15. სენტ-ლუისი, 1904 წელი. ,,ადამიანების ზოოპარკი”

 

 

კომენტარები

კომენტარი