კინო

როგორი იყო მსოფლიოში პირველი ფილმის სარეკლამო პოსტერი?

1895 წლის დეკემბერში, პარიზის ერთ-ერთ კაფეში დაიგეგმა კინოფილმის ჩვენება, რომლის პრემიერაზეც მხოლოდ 30 ადამიანი მივიდა. ეს გახლდათ ძმები ლუმიერების ფილმი ,,The sprinkler sprinkled”, ეს, რა თქმა უნდა, არ არის ფილმი, თანამედროვე გაგებით, ეს არის უბრალოდ კადრების ნაკრები: როგორ ტოვებენ მუშები ქარხანას, როგორ ზის პატარა გოგონა აკვარიუმის მახლობლად, ხელში ანკესით, ჩანს ბიჭი რომელიც ფეხს აბიჯებს წლის მილს, უფროსი რომ მასხრად აიგდოს და ა.შ.

დღეისათვის, ძმები ლიუმერების ეს ფილმი პირველ დადგმულ კომედიად ითვლება კინოს ისტორიაში. ,,The sprinkler sprinkled”იმითაც არის მნინშვნელოვანი, რომ მსოფლიოში პირველი ფილმის პოსტერი სწორედ მას ეძღვნებოდა. ეს აფიშა მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

первый в мире постер к фильму 1

რეჟისორები დიდ გამოხმაურებასა და აჟიოტაჟს ელოდნენ ფილმის გარშემო. ,,გრანდ-კაფეში” სტუმრებისთვის გამოყოფილი იყო 100 სკამი, მოწვეული იყვნენ ჟურნალისტები, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ჰენრი ბრისპოტის მიერ დახატულმა პოსტერმა მხოლოდ 30 ადამიანი დააინტერესა. სამაგიეროდ, 2018 წლის 28 აგვისტოს, მისი აუქციონზე გატანა დაიგეგმა. პოსტერს, რომელმაც ოდესღაც მხოლოდ 30 ადამიანის ყურადღება მიიპყრო, ახლა წარმოუდგენელი ფასი აქვს, 40 000 – 60 000 ფუნტი. აუქციონის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ ეს ,,უიშვიათესი პოსტერია ნამდვილი კოლექციონერებისთვის”.

1895 წელს, პარიზის მაცხოვრებლები ნამდვილად ვერ წარმოდგენდენ, რომ ამ შეუმჩნეველ პოსტერში ოდესღაც კოლოსალურ თანხას გადაიხდიდნენ კოლექციონერები, თუმცა გასაკვირი არცაა. იმ დროს ხალხი ფილმის ჩვენებისთვისაც არ იყო მზად. ამბობენ, რომ ერთ-ერთმა ქალბატონმა საშინელი ყვირილი მორთო, როდესაც სეანსის დროს შუქი ჩაქრა. ძმები ლიუმერები თაღლითობაშიც კი დაადანაშაულეს.

lumier

მართალია იმ საღამოს, კაფეში ძმებ ლიუმერებს აპლოდისმენტები არ მოუღიათ, თუმცა დიდი წარმატება მალევე ხვდათ წილად. პრემიერიდან ორ დღეში, გაზეთები არაჩვეულებრივი მოვლენის შესახებ წერდნენ, 1000–ზე მეტმა ადამიანმა შეიძინა ფილმზე დასასწრები ბილეთი. რამდენიმე თვეში რეჟისორებმა თითქმის ყველა დიდ ქალაქში გახსნეს კინოთეატრი.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი