ვიზუალური ხელოვნება კულტურა

კიევში, ლენინის ძეგლის ადგილზე უზარმაზარი ცისფერი ხელის კონსტრუქცია გამოჩნდა

კიევის ცენტრში, დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინიციატივით, ლენინის ძეგლის ადგილზე უზარმაზარი ცისფერი ხელის მტევნის კონსტრუქცია განთავსდა. ქალაქის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ეს მეგობრობისა და ურთიერთობის სიმბოლოა. ქანდაკებას ,,ოქროს შუალედი” უწოდეს. ხელის მტევანს ხელის გული არ აქვს, ორივე მხარეს ხელის ზურგია გამოკვეთილი.

კონსტრუქციის გამოჩენასთან ერთად, სოციალურ ქსელში აზრი ორად გაიყო. ზოგიერთი ფეისბუქ მომხმარებელი აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ კონსტრუქცია ,,კრემლის ხელის” სიმბოლოა.

,,რატომ მაინც და მაინც ცისფერი?, მეგობრობის სიმბოლო მხოლოდ ეს ფერია?”, ,,მალე ვანდალები მხოლოდ შუა თითს დატოვებენ” – წერენ სოციალურ ქსელში.

შეგახსნებთ, რომ უკრაინაში ბოლო წლებში აქტიურად ანაცვლებენ საბჭოთა პერიოდის ძეგლებს. ამ წლის მაისში, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით განადგურდა ლენინის 1500 ქანდაკება. პრეზიდენტმა, აგრეთვე აღნიშნა, რომ ამ წამოწყების ფარგლებში 52 ათას ქუჩასა და მოედანს გადაერქვა სახელი.

 

 

კომენტარები

კომენტარი