კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

მსახიობ სტივენ სიგალს რუსული მხარის გუბერნატორობა სურს

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი სტივენ სიგალი ცოტა ხნის წინ რუსეთის მოქალაქე გახდა და პრიმორსკის მხარის გუბერნატორობა სურს, – ამის შესახებ მსახიობმა ვლადივასტოკში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ ის პრედზიდენტ პუტინის ინტერესების გამტარებელი იქნება.

მსახიობი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელია, რუსულ-ამერიკული ჰუმანიტარული ურთიერთობების კუთხით.

სტივენ სიგალის თქმით, პრიმორსკის მხარე ის ადგილია, საიდანაც მისი წინაპრები არიან. მისი დიდი ბებია და ბაბუა რუსი ებრაელები იყვნენ, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდნენ.

,,მე მსურს უკეთესად შევისწავლო ეს მხარე, უფრო მეტი გავიგო და გავხდე თქვენი გუბერნატორი” – აღნიშნა მსახიობმა.

თუმცა, მსახიობის სურვილის მიუხედავად, მისი გუბერნატორობა კანონით შეუძლებელია. მას რუსეთის მოქალაქეობა 2016 წლიდან აქვს. რეგიონის საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რუსეთის მოქალაქე ვერ გახდება გუბერნატორი, თუ მას აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც.

ასე რომ, თუ მსახიობი მოისურვებს რუსეთში პოლიტიკური კარიერის შექმნას, მოუწევს უარი თქვას ამერიკის მოქალაქეობაზე, ასევე სერბეთის მოქალაქეობაზე, რომელიც 2016 წელს მიიღო.

 

 

კომენტარები

კომენტარი