კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

Pussy Riot-ის აქტივისტი პიოტრ ვერზილოვი, რომელიც მოწამლეს, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს

Pussy Riot-ი რუსული ფემინისტური პანკ-ჯგუფია. მისი ერთ-ერთი აქტივისტი, პიოტრ ვერლიზოვი, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, ცოტა ხნის წინ რუსეთიდან გერმანიაში გადაიყვანეს სამკურნალოდ. გავრცელებული ინფორმაციით, ვერლიზოვი მოწამლეს.

აქტივისტი Pussy Riot-ის ერთ-ერთი წევრის, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას ქმარია. 2012 წელს, ტოლოკონიკოვა მოსკოვის ტაძარში ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო გამოსვლისთვის დააკავეს და ციხეში 2 წელი გაატარა.

11 სექტემბერს, ვერლიზოვი Pussy Riot-ის ერთ-ერთი დაკავებული აქტივისტის  სასამართლო პროცესს ესწრებოდა, როცა ცუდად გახდა და მხედველობისა და ლაპარაკის უნარი დაკარგა. თავდაპირველად, ის რუსეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა, შემდეგ კი გერმანიაში დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, Cinema for Peace Foundation-მა უზრუნველყო მისი ბერლინში გადაყვანა.

აქტივისტმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ დაწერა:

“მოგესალმებით ყველას, ბევრი ადამიანის ყურადღება და თბილი სიტყვები მივიღე, დიდი მადლობა” – წერს ვერლიზოვი.

მას მხედველობისა და სმენის უნარი დაუბრუნდა, თუმცა ამ დროისთვის ზუსტი დიაგნოზი მაინც უცნობია.

კომენტარები

კომენტარი