საშემსრულებლო ხელოვნება

ერთხელ “ბითლზის” კონცერტს მხოლოდ 18 ადამიანი დაესწრო

1961 წლის დეკემბერში, სემ ლიჩმა გადაწყვიტა, კონცერტების სერიის ორგანიზება, თავისი მუსიკოსი მეგობრების, პოლ მაკარტნის, ჯონ ლენონის, ჯორჯ ჰარისონისა და პიტ ბესტის მონაწილეობით. ჯგუფისთვის ეს იყო პირველი კონცერტი სამხრეთ ინგლისში.

ორგანიზატორისა და ჯგუფის წევრების მოლოდინი დიდი იყო. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ლონდონის ხმის ჩამწერი სტუდიის ხელმძღვანელობის ყურადღებას მიიპყრობდნენ, თუმცა სემ ლიჩმა ვერ გათვალა ერთი მარტივი რამ, რომ ოლდერშოტი, ადგილი სადაც კონცერტი უნდა გამართულიყო, სამხედრო ქალაქია და ინგლისის დედაქალაქიდან 60 კილომეტრში მდებარეობს.

გარდა ამისა, განცხადებები, აფიშები კონცერტის შესახებ, რომლებზეც ლიჩი თითქოს მოლაპარაკებული იყო, არც ერთ ადგილობრივ გაზეთსა და ჟურნალში არ დაბეჭდილა, რადგან ის ნაღდი ფულის ნაცვლად, ჩეკით იხდიდა და რეკვიზიტებს არ უთითებდა.

კონცერტს შეჯიბრის ფორმატი მისცეს  ,,The Beatles”-სა და ,, Peter Jay and the Jaywalkers”-ს შორის, თუმცა კონკურენტები არ გამოცხადდნენ.

foto Bitlz v Oldershote 2

ჯგუფის წევრები ჰემფშირში 9 საათის განმავლობაში მიდიდოდნენ. ისინი მიჰყავდა ლიჩის მეგობარს, ტერი მაკკენს. ადგილზე ჩასულებს ერთი აფიშაც კი არ დახვდათ თავიანთი კონცერტის შესახებ. იმ საღამოს ჯგუფმა მხოლოდ 18 ადამიანისთვის დაუკრა.

foto Bitlz v Oldershote 3

,,ჩავედით, ბიჭებმა ააწყვეს აპარატურა, ხმის გამაძლიერებლები, იდგნენ და ელოდნენ როდის შეიკრიბებოდა ხალხი. ელოდნენ, ელოდნენ და კიდევ ელოდნენ…” – ტერი მაკკენი.

foto Bitlz v Oldershote 4

,,სემი ქუჩაში გავიდა, ყველა გამვლელს აჩერებდა და კონცერტზე უყვებოდა, ისინიც წამიერად დაფიქრდებოდნენ, შემდეგ მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობდნენ ,,მოსაწყენია” და გზას აგრძელებდნენ” –  ტერი მაკკენი.

foto Bitlz v Oldershote 6

foto Bitlz v Oldershote 8

foto Bitlz v Oldershote 10

,,კონცერტის დროს ჯორჯი და პოლი ხალხთან შეცვივდნენ და ფოქსტროტის ცეკვა დაიწყეს. კონცერტის მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში ვხუმრობდით. ჯონი და პოლი განზრახ იღებდნენ არასწორ აკორდებს და სიმღერას ისეთ ტექტსებს უმატებდნენ, რომლებიც ორიგინალ ტექსტებში არასდროს ყოფილა” – პიტ ბესტი.

foto Bitlz v Oldershote 11

foto Bitlz v Oldershote 13

foto Bitlz v Oldershote 14

foto Bitlz v Oldershote 15

foto Bitlz v Oldershote 16

foto Bitlz v Oldershote 1

კომენტარები

კომენტარი