კულტურა

ჩეჩნეთში ჰომოსექსუალებისთვის მსოფლიოში პირველი საკონცენტრაციო ბანაკია გახსნილი

DailyMail-ის თანახმად, ფაშისტური გერმანიის შემდეგ, ჩეჩნეთში ჰომოსექსუალებისთვის მსოფლიოში პირველი საკონცენტრაციო ბანაკია გახსნილი, სადაც გეი კაცები ელექტრო შოკითა და სიკვდილამდე წამებით ისჯებიან.

დაარსება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ხელისუფლებამ ერთი წლის წინ 100 გეი მამაკაცი დააკავა, რომელთაგანაც 3 დაიღუპა.

“ნოვაია გაზეტას” თანახმად, ხელისუფლებამ უკვე შექმნა რამდენიმე ბანაკი, სადაც ჰომოსექსუალები მოკლეს ან იძულებულები გახადეს სახელმწიფო დაეტოვებინათ. მათგან, ერთ-ერთი ბანაკი, ცნობილია, რომ ქალაქ არგუნში, ყოფილ სამხედრო შტაბში მდებარეობს.

რუსული ლგბტ კავშირის წევრის, სვეტლანა ზახაროვას თქმით, აქტივისტები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ლგბტ თემის წევრები საკონცეტრაციო ბანაკებიდან დაიხსნან.

ისინი, ვინც საკონცეტრაციო ბანაკიდან გამოიქცნენ, ამბობენ, რომ ბანაკში ყველა ერთ პატარა ოთახშია, სადაც ელექტრო შოკითა და სასიკვდილო დარტყმებით ისჯებიან. გარდა ამისა, ერთ-ერთი პატიმარი ამბობს, რომ ისინი ფიზიკური ძალადობისა და ფსიქოლოგიურ ზეწოლის მსხვერპლნი არიან, რაც მათ აიუძულებს ერთმანეთი გასცენ.

 

 

კომენტარები

კომენტარი