შემოქმედებითი ინდუსტრიები

10 ყველაზე უცნაური მუზეუმი მსოფლიოში

მუზეუმები, როგორც წესი, სახვითი ხელოვნების, არქიტექტურის, მეცნიერების, ისტორიის, ტექნოლოგიებისა და მსგავს კატეგორიებზე არიან კონცენტრირებული. მუზეუმი ინახავს ისტორიული, მატერიალური და კულტურული ძეგლების ნიმუშებს.

მათგან განსხვავებით, თანამედროვე მუზეუმები სხვადასხვა შინაარსის ექსპოზიციებს გვთავაზობენ, სადაც ექსპონატად არა რომელიმე ხელოვნების ნიმუში, არამედ საკანალიზაციო მილი ან უნიტაზის თავსახური შეიძლება ვიხილოთ.

არტნიუსი გთავაზობთ 10 ყველაზე უცნაურ მუზეუმს მთელი მსოფლიოს მასშტაბით:

1.წყალქვეშა მუზეუმი ,,მუზა”. მექსიკა, ქალაქი კანკუნი

samye strannye muzei 1

ეს გასაოცარი წყალქვეშა მუზეუმი, რეალური ადამიანის სიმაღლის ქანდაკებებით, გამოიყენება, როგორც ხელოვნური მარჯნის რიფი ადგილობრივი ფლორასა და ფაუნასთვის.

2.პარიზის კანალიზაციის მუზეუმი. საფრანგეთი, ქალაქი პარიზი

samye strannye muzei 14

ეს მუზეუმი არსებობს 1800 წლიდან. მასში ბევრი ისტორიული ექსპონატია წარმოდგენილი და, შეიძლება ითქვას, რომ მუზეუმის სახელწოდება სწორად არაა შერჩეული.

3.სიკვდილის მუზეუმი. ლოს-ანჯელესი, კალიფორნია

samye strannye muzei 19

მუზეუმი დაარსდა 1995 წელს. მისი შემქმნელის თქმით, ის ერთადერთ მიზანს ემსახურება: სტუმრებმა საკუთარი თვალით ნახონ ყველაფერი, რაც სიკვდილსა და მკვლელობას ეხება.

მუზეუმში არ ტარდება ექსკურსიები. მნახველებს შესაძლებლობა აქვთ დამოუკიდებლად დაათვალიერონ ყველა დეტალი, ეს დაახლოებით 1 საათს მოიცავს.

4.ბარნი სმიტის ,,მხატვრული” მუზეუმი. ტეხასის შტატი, ქალაქი სან-ანტონიო

samye strannye muzei 34

პენსიონერმა და სანტექნიკოსმა, ბარნი სმიტმა შექმნა 1000-ზე მეტი ,,ხელოვნების ნიმუში” უნიტაზის თავსახურებზე. 10 წლის განმავლობაში ის საკუთარ ავტოფარეხში საქმიანობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მის შესახებ პრესამ გაიგო და უამრავი ადამიანი მივიდა მის სანახავად, ავტოფარეხში ნამდვილი მუზეუმი მოაწყვეს.

5.ჰაშიშისა და კანაფის მუზეუმი. ამსტერდამი

samye strannye muzei 35

ეს მუზეუმი მოიცავს ყველა იმ ნივთს, რომლებიც კანაფის კულტურასა და ისტორიას დემონსტრირებენ. მუზეუმში ვეცნობით, აგრეთვე, კანაფის მედიცინაში გამოყენების ხერხებს, ისტორიასა და მის სამკურნალო თვისებებს.

6. განქორწინების მუზეუმი. ხორვატია, ქალაქი ზაგრები

samye strannye muzei 10

ამ კოლექციის თითოეულ ელემენტს თავისი ისტორია და როლი აქვს ურთიერთობის დასრულების დასკვნით ეტაპზე.

7. ცუდი ნამუშევრების  მუზეუმი. მასაჩუსეთი, ქალაქი ბესტონი

samye strannye muzei 12

მუზეუმი ეძღვნება ყველა იმ ხელოვანს, რომლის ნამუშევრებსაც სხვა მუზეუმები არ აფასებენ. მისი ერთ-ერთი დამაარსებლის თქმით, მსოფლიოს ყველა ქალაქში არსებობს ერთი  მუზეუმი მაინც, რომელიც ეძღვნება ხელოვნების საუკეთესო ნამუშევრებს, ეს კი ეძღვნება ყველა იმ ხელოვანს, ვინც მათ რიცხვში ვერ ხვდება

8. ველიჩკის მარილის შახტა. პოლონეთი

Wieliczka Saint Kinga.jpg

შახტა ასახავს მარილის მოპოვების განვითარების მეთოდებსა და ტექნოლოგიებს შვიდი საუკუნის განმავლობაში. იგი წარმოადგენს დერეფნებისა და გალერეების მთელ წყებას, რომელიც განთავსებულია მიწისქვეშეთის შვიდ დონეზე.

1978 წელს მარილის შახტა შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

9.უმანკოების მუზეუმი. თურქეთი, სტამბოლი

უმანკოების მუზეუმი-ის სურათის შედეგი

თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის რომანში „უმანკოების მუზეუმი“ აღწერილი 60-70 -იანი წლების მუზეუმი მართლაც არსებობს სტამბოლის რელობაში. ავტორის თქმით, მუზეუმი სრულიად უნიკალურია, რადგან რომანის პირობითი გმირების – ფუსუნისა და ქემალის ცხოვრებას ასახავს. მუზეუმი უნიკალურია იმით, რომ იქ ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ნივთები გვხვდება, რომლებიც პროტაგონისტის სასიყვარულო ურთიერთობას სიმბოლიზირებს.

10.მაფიის მუზეუმი. იტალია

დაკავშირებული სურათი

მუზეუმის შემქმნელების მიზანი იყო ხალხისთვის ეთქვათ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ამ სოციალურ ფენომენთან. დამნაშავეთა ჯგუფების მრავალწლიანი ისტორია, საგაზეთო სტატიები სკანდალური სათაურებით, მაფიისა და მისი წევრების შესახებ, სასამართლოს საქმის მასალები, რეალური ექსპოზიციები, იდეალურად შერჩეული განათება, ხმები და ზოგჯერ სუნიც კი, მნახველს მეოცე საუკუნის საიდუმლო კრიმინალური საზოგადოების გარემოში აგრძნობინებს თავს.

კომენტარები

კომენტარი