ვიდეოები კულტურა

ზურაბ ჯაფარიძე ამომრჩეველს ორიგინალური საარჩევნო ვიდეორგოლით შეეგება

საქართველოში რიგით მე–7 საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. შესაბამისად, საარჩევნო რეკლამების სეზონი უკვე გახსნილია.

პოლიტიკური პარტია “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ ამომრჩეველს განსხვავებული და კრეატიული საარჩევნო ვიდეორგოლი წარუდგინა, რომელშიც შენარჩუნებულია პარტიისთვის დამახასითებელი ორიგინალურობა და კომიზმი.

მოქმედება აშშ–ში, კერძოდ, ნიუ–იორკში ხდება და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მაღაზიაში ყოფილი თუ მოქმედი პრეზიდენტების სათამაშო სუვენირების გვერდით, ზურაბ ჯაფარიძის სუვენირსაც შევხვდებით. ამასთან ერთად, ამერიკელები ნიუ–იორკის ქუჩებში ქართველი პოლიტიკოსის სააგიტაციო პლაკატსაც შეხვდებიან.

ვიდეორგოლში ადგილობრივი მოქალაქე ჯაფარიძის მხარდასაჭერ სიტყვას წარმოთქვამს და მის ბიუსტს ხსნის, რომელთანაც იქ მყოფები ე.წ. სელფს იღებენ.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი