კულტურა

ქართველი მამაკაცი, რომელმაც საკუთარი “დასაფლავება” ტელევიზორით გაიგო

ბათუმის ციხის ყოფილმა პატიმარმა  სლავა ბრუშკოვმა  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიგო ინფორმაცია, რომ  იგი  მშობლიურ სოფელში  გარდაცვლილად გამოაცხადეს. სოფელი ბათუმიდან 80 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

ტელეკომპანია “იბერიასთან” მამაკაცი ამბობს, რომ   თავისმა თანასოფლელებმა მისი გაუჩინარება შენიშნეს და რადგან ბრუშკოვს ნათესავები არ ჰყავდა, პოლიციას აცნობეს.

ძებნითი სამუშაოს შემდეგ, სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებმა ჩათვალეს, რომ სლავა ბრუშკოვი გარდაცვლილი იყო  და  სოფელთან ახლოს ნაპოვნი, მცეხებისგან დაგლეჯილი და  დასახიჩრებული ცხედარი მის გვამად მიიჩნიეს.  ნაპოვნი ცხედარი კი  სლავა ბრუშკოვის  მშობლებთან ახლოს დამარხეს.

“რუსთავი 2”-თან საუბრისას სლავა ბრუშკოვი ამბობს, რომ მან სცადა ამ შეცდომის შესახებ ციხის ხელმძღვანელობისთვის შეეტყობინებინა.  მისი განმარტებით, ამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება არ მომხდარა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ სლავა  ბრუშკოვმა მშობლების საფლავს მიაკითხა და სწორედ იქ ნახა მისი სახელით დამარხული ცხედარი. როგორც ბერშუკოვი ამბობს, მას წარმოდგენა არ აქვს, თუ ვინ შეიძლება იყოს მხეცების მიერ დაგლეჯილი  უცნობი მამაკაცი.

ბრუშკოვი ამბობს, რომ  აღდგომას უცნობი მამაკაცის საფლავზე ტრადიციაც აღასრულა და მა წითელი კვერცხები, ღვინო და სხვა სააღდგომო ატრიბუტები მიიტანა. აღნიშნული ინფორმაცია უცხოური მედიის ინტერესის საგანიც გახდა.

კომენტარები

კომენტარი