საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის გიორგი კეკელიძის თაოსნობითა და საჩხერის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით, საჩხერეში სასტუმრო „მედიაჰაუსში“ მცირე ბიბლიოთეკა მოეწყო. ეროვნული ბიბლიოთეკისა და მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში ბიბლიოთეკას 150-ზე მეტი წიგნი გადაეცა.
წიგნებს შორის არის როგორც ქართული, ასევე უცხოური ლიტერატურა – თარგმანები, საინფორმაციო ტექსტები და სხვა.
მოძრაობა “ეკვილიბრიუმი” სოფლებსა და მუნიციპალურ ცენტრებში საინფორმაციო ცენტრებისა და ბიბლიოთეკების აღდგენა-განახლებასა და მოწყობას უზრუნველყოფს.
საჩხერის შემდეგ “ეკვილაბრიუმმა” მცირე ბიბლიოთეკისთვის წიგნები სამტრედიის N2 საჯარო სკოლასაც გადასცა.
კომენტარები
