ვიდეოები კულტურა ლიტერატურა

წიგნის ეროვნული ცენტრი ფრანკფურტისთვის 72 ქართველ ავტორს ახალი ვიდეორგოლით წარადგენს

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამაში ჩართულ 72 ქართველ ავტორს ახალი ვიდეორგოლით წარადგენს.

ვიდეოში პროექტის ლიტერატურული სპიკერები აკა მორჩილაძე და ნინო ხარატიშვილი საქართველოსა და გერმანიის პერსპექტივიდან პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აქცენტს ქართული ლიტერატურის 15 საუკუნოვან ისტორიასა და კულტურის მრავალფეროვნებაზე აკეთებენ.

ვიდეორგოლი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაკვეთით არტარეა-მ შეასრულა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი, წიგნით მოვაჭრე და ლიტერატურული აგენტი მონაწილეობს, წარმოდგენილია ასიათასობით დასახელების წიგნი. 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება.

 

კომენტარები

კომენტარი