ლიტერატურა

ჰარუკი მურაკამიმ ნობელის ალტერნატიულ პრემიაზე უარი განაცხადა

იაპონელი მწერალი ჰარუკი მურაკამი ნობელის ლიტერატურული პრემიის ლაურეატების მოკლე სიაში მოხვდა, თუმცა ცოტა ხნის წინ იგი შვედეთის ახალ აკადემიას დაუკავშირდა და სთხოვა, რომ მისი გვარი სიიდან ამოეღოთ. ამის მიზეზად ახალ წიგნზე მუშაობა და მედიის ყურადღებიდან შორს ყოფნის სურვილი დაასახელა.

მოგეხსენებათ, 2018 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში არ გაიცემა.

ამის მიზეზი სექსსკანდალია. კერძოდ, ფოტოგრაფი ჟან-კლოდ არნო 18-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის შვედეთის აკადემიის დაფინანსებით, კულტურულ პროექტს ახორციელებდა. ამასთან, არნო კომიტეტის წევრის, პოეტისა და მწერლის, კატარინა ფროსტენსონის მეუღლეა.

3 ივლიის ცნობილი გახდა, რომ შვედეთში ლიტერატურაში ნობელის პრემიის ალტერნატიულ პრიზს გასცემენ.

პრემიაზე წარადგენენ იმ ავტორებს, რომლებსაც სულ მცირე 2 წიგნი აქვთ დაწერილი. ერთი მათგანი ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა იყოს გამოქვეყნებული.

გამარჯვებულის სახელი ოქტომბერში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი