არტ მენეჯმენტი საშემსრულებლო ხელოვნება

რუსთაველის თეატრიდან თანამშრომლების ნაწილი გაათავისუფლეს

რუსთაველის თეატრიდან თანამშრომლების ნაწილი გაათავისუფლეს, რომელთა შორის მსახიობებიც არიან.

ამ ამბავთან დაკავშირებით საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებებია, თუმცა კულტურის სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის თეატრიდან თანამშრომლების ნაწილი რეორგანიზაციის ფარგლებში, კანონის დაცვით გაათავისუფლეს.

„რუსთაველის თეატრში, შიდაორგანიზაციული ხასიათის ცვლილებების შედეგად, გათავისუფლდა 6 მსახიობი და ერთი თანამშრომელი. კანონით დადგენილ ვადებში, ამ საკითხთან დაკავშირებით წინასწარ იყო ინფორმირებული თეატრის ყველა თანამშრომელი“ – განაცხადეს რუსთაველის თეატრის პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი