საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ბორის ბერეზოვსკის კონცერტის ჩატარების თარიღი შეიცვალა

თელავში, “მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის” ორგანიზატორები ბორის ბერეზოვსკის კონცერტთან დაკავშირებულ განცხადებას აქვეყნებენ, რომლის თანახმადაც კონცერტის ჩატარების თარიღი შეიცვალა.

“გაცნობებთ, რომ ბორის ბერეზოვსკის თხოვნით, მისი პირადი მიზეზების გამო, შეიცვალა კონცერტის თარიღი.

ბორის ბერეზოვსკის კონცერტი გაიმართება 2018 წლის 3 ოქტომბერს 19:00 საათზე.

4 ოქტომბრისთვის შეძენილი ბილეთები ძალაში იქნება 3 ოქტომბრის კონცერტზე.

ბილეთების დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მისწერეთ biletebi.ge-ს ფეისბუქ-გვერდზე ან მეილზე support@biletebi.ge, ხოლო კონსერვატორიაში შეძენილი ბილეთების დასაბრუნებლად შეგიძლიათ მიმართოთ პირდაპირ კონსერვატორიის სალაროს.

ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

კომენტარები

კომენტარი