ვიზუალური ხელოვნება კულტურა

პეტერბურგში ზურაბ წერეთლის პუტინის ქანდაკება შეიძლება დაიდგას

პეტერბურგის ცენტრში ქართველი მოქანდაკისა და მხატვრის ზურაბ წერეთლის 30-მეტრიანი პუტინის ოქროს ქანდაკება შეიძლება დაიდგას, – ინფორმაციას ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი, დიმიტრი ლარეშინი ავრცელებს.

როგორც წერეთელმა ჟურნალ Life-ს განუცხადა, მზადაა შეუდგეს მუშაობას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მოქალაქეები სახელმწიფოს საერთო წერილობითი ფორმით მიმართავენ.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ წერეთელი 1980 წლიდან სსრკ-ს სახალხო არტისტია. მას ეკუთვნის თბილისის შემოსასვლელში მდგარი „წმინდა ნინოს მონუმენტი“ და თავისუფლების მოედანზე აღმართული „წმინდა გიორგი“, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აჩუქა საკუთარ ქალაქს.

კომენტარები

კომენტარი