კინო

ვახო ჯაჯანიძე საკუთარ მოკლემეტრაჟიან ფილმს – “გამოსვლა” – აქვეყნებს

რეჟისორი ვახო ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში საკუთარ მოკლემეტრაჟიან ფილმს, სახელად “გამოსვლა”, აქვეყნებს.

მისი თქმით, ფილმი 2015 წელს ჭიათურაში, ეროვნული კინოცენტრის, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა და პოლონეთის “ლოძის” კინოსკოლის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერითაა გადაღებული.

ფილმის საპროდიუსერო კომანიაა “არტიზმი”.

“ვისაც გაინტერესებთ და ფილმის ჩართვას აპირებთ ავტორისგან 2 განსაკუთრებული თხოვნა:

ა) არ უყუროთ ფილმს ტელეფონში, გთხოვთ ფილმი ნახოთ მშვიდ წყნარ გარემოში კარგი ხმის მოწყობილობით ან ყურსასმენით.

ბ) ვინც აპირებთ ხმა მისცეთ სალომე ზურაბიშვილს არავითარ შემთხვევაში არ ნახოთ ჩემი ფილმი.” – წერს რეჟისორი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი