შემოქმედებითი ინდუსტრიები

16 სექტემბერს ახალი მულტიფუნქციური სახელოვნებო კომპანია “ღია სივრცე” იხსნება

16 სექტემბერს სახელოვნებო კომპანია „ღია სივრცე“ იხსნება. ეს არის ახალი მულტიფუნქციური სახელოვნებო სივრცე, რომელიც სხვადასხვა მიმართულების ხელოვნების წარმომადგენელს გააერთიანებს.

„ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის“ მიზნად ისახავს საქართველოში ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას. კომპანიის თეატრალური ლაბორატორია მიმართულია ახალი ხერხების, მეთოდების, ფორმების კვლევისკენ და გზას უხსნის არტისტებს, რომლებსაც სურთ არაკლასიკური თეატრალური პროცესის შექმნა ალტერნატიულ სივრცეში.

“ღია სივრცის” გახსნასთან დაკავშირებით 16 სექტემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე (პირველი შესახვევი; #2), ELEKTROWERK-ში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.

18:00-დან 20:00-მდე დამთვალიერებელს შეეძლება ნებისმიერ დროს ჩაერთოს ან დაათვალიეროს ინსტალაციები და პერფორმანსები:

• გიორგი მოზგოვოის ინსტალაცია – “სავსე სიცარიელე”

• ნათია ჩიკვაიძის და დავით ხორბალაძის ცეკვის პერფორმანსი – “სხეული-ვიწრო ტერიტორია” (მონაწილეობენ: ნატა ბიჭიკაშვილი, ირაკლი ბიგვავა, ნუცა გუჩაშვილი, ლევან გელბახიანი, ნინი იაშვილი, ნიკა კიკნაძე, თეონა ლეჟავა, ანანო მახარაძე, ცისია ქუმსიშვილი, მარიამ შალიკაშვილი, აარონ ჩარლსი, თამარა ჩუმაშვილი)

• დავით ხორბალაძის ინსტალაცია – “აქ ბავშვები თამაშობდნენ. ამბავი ცუდად დამთავრდა.”

• გვანცა ენუქიძის პერფორმანსი – “-We are sinking. / -What are you thinking about?” (მონაწილეობენ: გვანცა ენუქიძე, მეგი კობალაძე, კახა კინწურაშვილი, სანდრო სამხარაძე, დავით ხორბალაძე)

20:00-დან 23:00-მდე – FEAR POLLUTION (FEAR POLLUTION – ექსპერიმენტულ ავანგარდული ბენდია, რომელიც სამი წევრისგან შედგება, ირაკლი შონია (ESI), ბაკურ მეტრეველი და სანდრო კოზმანიშვილი).

დასწრება თავისუფალია!

კომენტარები

კომენტარი