საშემსრულებლო ხელოვნება

Eminem-ი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეპერი Eminem-ი ბოლო რამდენიმე კვირაში ბევრჯერ მოხვდა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.

თავდაპირველად იყო მისი პირველი ალბომი, შემდეგ კრიტიკა მის მიმართ, რომ თითქოს ჰომოფობიით ცდილობს პოპულარობის შენარჩუნებას, ბოლოს კი იყო ახალგაზრდა რეპერი Machine Gun Kelly, რომელმაც Eminem-ს Diss-ი მიუძღვნა (კომპოზიცია, რომელშიც რეპერები კონკრეტულ პიროვნებას აკრიტიკებენ).

რა თქმა უნდა, ცნობილმა რეპერმა ახალგაზრდის “სიტუტუცე” ვერ მოითმინა და 2 კვირის შემდეგ გასცა პასუხი ანალოგიური Diss-ით, რომელსაც KILLSHOT-ი უწოდა.

Eminem-ის Diss-ის გამოსვლის დღესვე Kelly-იმ თავის ტვიტერის გვერდზე კომენტარი გააკეთა.

მან დაპოსტა “2 კვირისა და 3 ინტერვიუს შემდეგ 😂🤾🏼‍♂️🚽🚮 .” აღსანიშნავია ფოტოც, ჟიურის სამი წევრი, რომლებსაც 6 ქულიანი ნიშნული აქვთ აწეული.

არტნიუსი გთავაზობთ KILLSHOT-ის აუდიო ვერსიას:

კომენტარები

კომენტარი