კინო

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართველი რეჟისორების ნამუშევრებს წარადგენენ

25-30 სექტემბერს, ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი Encounters Film Festival გაიმართება, სადაც წელს საქართველო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქართული კინოს რექტოსპექტივა დამეგობრებული ქალაქების – თბილისისა და ბრისტოლის მეგობრობის 30 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებას ეროვნული კინოცენტრი, ქალაქ თბილისის მერია და Encounters Film Festival ერთობლივად წარმოადგენენ.

კინოფესტივალზე საქართველო წარმოდგენილი იქნება შემდეგი პროგრამით:

Georgian New Talent

Georgian Animation

Georgian Film School

Short2Feature

Georgian Past Masters

Alaverdoba

ასევე, აღსანიშნავია, რომ ფართომასშტაბიანი რეტროსპექტივის პარალელურად, ახალგაზრდა რეჟისორის – რატი წითელაძის ფილმი “სოციუმის პატიმარი” Encounters Film Festival-ის პროგრამაში SHORT FILM 1: CAN’T BREAK ME იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი