კულტურა

სასულიერო პირები საკრებულოს წინ მარიხუანას ექსპორტის გამო პარაკლისს იხდიან

როგორც მოგეხსენებათ, მმართველი გუნდი მარიხუანას ექსპორტირებას გეგმავს.

ქართული ოცნების ამ სტრატეგიამ საპატრიარქოს უკმაყოფილება გამოიწვია.

ამ წუთებში სასულიერო პირები ღია ცის ქვეშ პარაკლისს იხდიან. საეკლესიო მსახურება თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს წინ იმართება.

მღვდლები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი არის ღალატი საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე.

პარაკლისს ირმა ინაშვილიც დაესწრო. როგორც მან განაცხადა, საბოლოო პოზიციას ამ დღეებში გააჟღერებს, თუმცა, აღნიშნა, რომ ინიციატივა მისთვის მიუღებელია.

 

 

კომენტარები

კომენტარი