სტილი, დიზაინი

ბრიტანეთის მოდის საბჭოს თქმით, გაზაფხული-ზაფხულის სეზონი 100%-ით თავისუფალია ბუნებრივი ბეწვისგან

2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ლონდონში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა. ბრიტანეთის მოდის საბჭოს თქმით, კვირეული 100%-ით თავისუფალია ბუნებრივი ბეწვისგან და არცერთი ცხოველის სიცოცხლე არ შესწირვია რომელიმე პროდუქტის შექმნას.

60-ზე მეტი ჩვენება, ღონისძიება, პრეზენტაციიდან არც ერთი არ შეიცავდა ნატურალური ბეწვსა და ტყავს.

ლონდონი არის პირველი ქალაქი დიდი ოთხეულიდან (ნიუ-იორკი, მილანი, პარიზი, ლონდონი) სადაც ეს მოხდა.

დიზაინერები, რომლებიც თავიანთ 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას წარადგენდნენ, როგორებიც არიან: ვიქტორია ბექემი, ბარბერი, ერდემი და კრისტოფერ კეინი, ადასტურებენ, რომ მათი კოლექცია სრულად თავისუფალია ნატურალური ბეწვისგან.

კომენტარები

კომენტარი