კინო ლიტერატურა

15 -16 სექტემბერს “მზიურში” ნოდარ დუმბაძის 90 წლის იუბილე აღინიშნება

15 -16 სექტემბერს, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, მწერლის საიუბილეო თარიღი „ახალ მზიურში“ აღინიშნება. 
15-16 სექტემბერს, 13:00 – 20:00 საათემდე ამფითეატრში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ფილმების კინოჩვენება გაიმართება. 

14:00 – 16:00 საათამდე, მზიურის კაფეში რუსუდან ბოლქვაძე წაიკითხავს დუმბაძის ნაწარმოებებს.
გაიმართება შეხვედრა საბავშვო მწერლებთან: მარიამ წიკლაური, ვასო გულეური, ირმა მალაციძე.

ასევე, შეხვედრა დუმბაძის საბავშვო ლექსების პერსონაჟებთან: ქეთევან დუმბაძე, ნოდარ თოფურიძე, ლევან მაჭარაშვილი.

15 სექტემბერს,

19:00 საათზე ამფითეატრში მოზარდ მაყურებელთა თეატრი წარადგენს, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს – “მე ვხედავ მზეს”. 


16 სექტემბერს, 19:00 საათზე ამფითეატრში დმანისის თეატრი წარადგენს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს – “სისხლი.
ასევე, გაიმართება ნოდარ დუმბაძის გამომცემლობის მიერ ახალი წიგნების
გამოფენა – გაყიდვა.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი