არქიტექტურა, არქეოლოგია ვიზუალური ხელოვნება

ექსპერტები ფიქრობენ, რომ უძველეს ნახატს მიაკვლიეს

სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ გამოქვაბულში არქეოლოგებმა ჰომოსაპიენსის მიერ შესრულებული ნახატი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა უძველესი აღმოჩნდეს. 9 წითელი ნიშანი დაახლოებით 30 000 წლისაა, რასაც ჰომოსაპიენსის აბსტრაქტულ ნახატს უწოდებენ.

ნახატი, დაახლოებით, 7 წლის წინ, Blombos-ის გამოქვაბულში, Cape Town-იდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 325 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. გამოქვაბულში ნახატთან ერთად იყო ძვლის ხელსაწყოები და ნიჟარები.

ნახატი პატარა ქვაზეა შესრულებული.

ლუკა პოლაროლო, ჟენევასა და იოჰანესბურგის უნივერსიტეტის მკვლევარი, 2011 წელს არქეოლოგიურ გათხრებში იღებდა მონაწილეობას, როდესაც გასუფთავების დროს შენიშნა, რომ ქვაზე რაღაც უცნაური იყო გამოსახული.

“ჩემს ცხოვრებაში 10 000-ზე მეტი არტეფაქტი მინახავს, მაგრამ არასდროს შემხვედრია ქვაზე წითელი ზოლები. როდესაც ეს დავინახე, წარმოდგენა არ მქონდა რას ვუყურებდი.” – განაცხადა ლუკამ.

მკვლევარმა არტეფაქტი კრისტოფერ ჰენშლვუდთან და კარენ ვონ ნიეკერკთან ერთად ლაბორატორიაში წაიღო, სადაც სამივემ გაერთიანებული ძალებით დაიწყეს კვლევების ჩატარება.

ოთხშაბათს კვლევის ნაწილი გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ამ არტეფაქტმა შესაძლოა სიმბოლიზმების უფრო ღრმა გაგება განავითაროს. ასევე, მეცნიერები ჩაეძიებიან სიმბოლიზმების როლს ენაში, მათემატიკასა და ცივილიზებულ ცხოვრებაშიც.

“ჩვენ ბევრი რამ ვიცოდით ჰომოსაპიენსების შესახეებ, მაგრამ ნამდვილად არ გვეგონა თუ მათ ხატვა შეეძლოთ.” – განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, კრისტოფერ ჰენშლვუდმა.

კომენტარები

კომენტარი