კინო

5 ღრმად ფილოსოფიური ფილმი

კინემატოგრაფია ხელოვნების დარგია, რომელიც რეჟისორებსა და სცენარისტებს საშუალებას აძლევს, შეუდარებელი ვიზუალური კომბინაციების გარდა, მნახველამდე მიიტანონ მესიჯები, იქნება ეს – იდეოლოგია, თეორია, რელიგიური თემები თუ სხვა. თუმცა, ამასთან ერთად, მათ (რეჟისორებსა და სცენარისტებს) ურთულესი ამოცანა აქვთ. კერძოდ, მნახველმა უნდა შეძლოს ამ იდეების ამოკითხვა კადრებიდან.

“არტნიუსი” გთავაზობთ 5 ღრმად ფილოსოფიურ ფილმს:

თოკი (1948, ალფრედ ჰიჩკოკი) – Rope by Alfred Hitchcock

rope

ჰიჩკოკი, მაყურებლის შეპყრობის ოსტატი, თავის მაყურებელს შოკურ თერაპიას უტარებს. “თოკი” მისი ერთ-ერთი ყველაზე გაბედული, თამამი ფილმია.

ეს გახლავთ ანტი-ეგზისტენციალისტური ფილმი. ჯეიმს სტუარტი აღმოაჩენს, რომ მისი ეგზისტენციალისტური პრინციპების კვალდაკვალ ორმა სტუდენტმა თავიანთი თანაკლასელი მოკლეს. საბოლოოდ, სტუარტი აღმოაჩენს, რომ ამ ფილოსოფიურ მიმდინარეობას მხოლოდ ტანჯვა მოაქვს საკუთარი თავისა და მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვის.

ფილმი ნიცშესეულ “ზე კაცზე” დიდ ყურადღებას ამახვილებს და, ამასთანავე, გაჯერებულია ფროიდისტული ალუზიებით.

 

მეშვიდე ბეჭედი (1957, ინგმარ ბერგმანი) – The Seventh Seal by Ingmar Bergman

the-seventh-seal-chess-game

რეჟისორი ინგმარ ბერგმანი, რომელიც ცნობილია ფილმებით: პერსონა, Wild Strawberries და Fanny & Alexander, ქმნის ფილმს “მეშვიდე ბეჭედი”, როგორც ეგზისტენციალიზმის კინემატოგრაფიულ მოდელს – ადამიანის აპოკალიპტური ძიება მნიშვნელობისა.ეს ექსტრაორდინალური ამბავი არის კაცზე, რომელიც იწვევს სიკვდილს ჭადრაკის თამაშში.ამასთანავე, ფილმი არის ამ ორი არსის მიერ საკუთარი მნიშვნელობების მეტაფიზიკურ, ფილოსოფიურ ჭრილში აღქმაზე. შვედ რეჟისორს სურს, რომ მნახველმა იფიქროს ბოროტის, რელიგიისა (როგორც ფილოსოფიის) და ეგზისტენციალიზმის შესახებ.

 

ტკბილი ცხოვრება (1960, ფედერიკო ფელინი) – La Dolce Vita by Federico Fellini

La_Dolce_Vita

ფედერიკო ფელინი ცნობილია ფილმებისთვის: ამარკორდი, რომი და სატირიკონი.”ტკბილი ცხოვრება” გაჯერებულია შავი და იმ დროს გავრცელებული იუმორით რომის ლავიშური ცხოვრების სტილის მიმართ.თუმცა, ამასთან ერთად, ფელინი ცდილობს აუდიტორიას ესაუბროს 7 სასიკვდილო ცოდვაზე, რომელიც 7 ღამესა და 7 დილას ხდება.ჟურნალისტი მარჩელო ტკბილი ქალაქური ცხოვრების ქარ–ცეცხლში ტრიალებს. ის შეიძლება უმწეოს შევადაროთ, რომლის გარშემოც თანამედროვე ჯოჯოხეთი მძვინვარებს. მარჩელო 50–ანი წლების მიწურულს რომის “ღვთაებრივ კომედიას” ადევნებს თვალყურს. ქალები კი აჩრდილებივით ცვლიან ერთმანეთს.

 

ჩემი ღამე მოდთან (1969, ერიკ რომერი) – My Night at Maud’s by Eric Rohmer

my night at mauds

თუ თქვენ უცოლო ხართ და დიდი ხანია სახლიდან მოშორებით ცხოვრობთ, მაშინ სახლში დაბრუნებულს შეიძლება დაოჯახების შანსი გაგიჩნდეთ. ჩვენი ფილმის გმირსაც ასე დაემართა. კვირა დღეს ის ეკლესიაში ქერა გოგონას ხვდება, რომელშიც დანახვისთანავე მომავალ მეუღლეს ხედავს.სინამდვილეში ფილმი იმაზე მეტად ფილოსოფიურია, ვიდრე ეს უბრალოდ სასიყვარულო ისტორია.პასკალი და ჯინი საუბარში გამოარკვევენ, რომ ყველას ერთადერთი შანსი აქვს. თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ისინი წააგებენ, რადგან მათთვის წაგება უმნიშვნელო იქნება. ხოლო, თუ ღმერთი არსებობს, ეს ნიშნავს, რომ მათ არსებობას აქვს აზრი და რასაც იგებენ – ეს სამუდამო სიცოცხლეა.

 

სიყვარული და სიკვდილი (1975, ვუდი ალენი) – Love and Death by Woody Allen

Love and Death movie

ვუდი ალენი რუსულ, ფიოდორ დოსტოევსკისეულ სატირას თავის კაფკიანურ აშლილობასთან ასინთეზირებს და კიდევ უამრავ ფილოსოფიურ პრობლემას ერთ უსასრულო კომედიაში დებს.ფილოსოფია, პოლიტიკა, ომი და მშვიდობა ირონიისა და უსასრულო იუმორის ფონზე. ვუდი ალენის გმირი ბორისი, მე-19 საუკუნის მამაკაცი, მთელი ფილმის განმავლობაში, თავის ნათესავ გოგონას სონიას მაღალ მატერიებზე “ინტელიგენტურად” ესაუბრება.მთავარ გმირს სჯიან დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია.მთელი ფილმი მიემართება მათეს სახარებას (20:16) “ასე იქნებიან უკანასკნელნი – პირველნი, და პირველნი – უკანასკნელნი”.

 

კომენტარები

კომენტარი