ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

ქართველი ავტორები Das Blaue Sofa-სა და ლიტერატურულ ფესტივალზე ilb

ხუთ თანამედროვე ქართველ ავტორსნანა ექვთიმიშვილს, ლაშა ბუღაძეს, ნინო ხარატიშვილს, არჩილ ქიქოძესა და ზაზა ბურჭულაძეს ევროპის უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ პლატფორმებზე Das Blaue Sofa-სა და ლიტერატურულ ფესტივალზე ilb მასპინძლობენ. ღონისძიებები 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება.

პრესტიჟულ ლიტერატურულ პლატფორმაზე Das Blaue Sofa ქართველი მწერლებინანა ექვთიმიშვილი, ლაშა ბუღაძე და ნინო ხარატიშვილი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი ბერლინში, 13 სექტემბერს წარდგნენ. ღონისძიებაზე ქართველმა ავტორებმა საკუთარი ნაწარმოებების გერმანულენოვანი თარგმანები და ბოლო გამოცემები წარადგინეს, მედეა მეტრეველმა კი 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიოსტუმარი ქვეყნის გამოწვევებზე ისაუბრა.

პარალელურად, ბერლინში, 12-14 სექტემბერს ლიტერატურულ ფესტივალზე ilb არჩილ ქიქოძის, ნინო ხარატიშვილისა და ზაზა ბურჭულაძის ლიტერატურული საღამოები იმართება. აღნიშნულ ფესტივალს საქართველოს წარმომადგენელი დღემდე მხოლოდ – 2002 წელს გივიმარგველაშვილი, 2010-ში კი ლაშა ბაქრაძე სტუმრობდნენ.

ასევე გაიმართა მედეა მეტრეველისა და ქართველი ავტორების შეხვედრა ბერლინის წამყვანი მედია-საშუალებების წარმომადგენლებთან. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა 20-მდე გერმანელ ჟურნალისტს უმასპინძლა და ნანა ექვთიმიშვილი, ლაშა ბუღაძე და არჩილ ქიქოძე წარუდგინა.

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში ქართველ ავტორებს მხოლოდ სექტემბერში 10 გერმანულენოვან ქალაქში 30-მდე ლიტერატურულ ღონისძიებაზე უმასპინძლებენ.

კომენტარები

კომენტარი