საშემსრულებლო ხელოვნება

Gorillaz-მა ახალი კლიპი გამოუშვა

ყველასთვის ცნობილმა ჯგუფმა, Gorillaz მუსიკის Tranz ლაივ ჩანაწერზე შექმნილი ანიმაციური კლიპი გაავრცელა. ანიმაციის ავტორი ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებელი, ჯეიმი ჰიულეტია. სიმღერა Gorillaz-ის ბოლო ალბომში The Now Now შედის, რომლის გაყიდვაც ივნისიდან დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ Gorillaz-ი დეიმონ ალბარნმა და ბრიტანელმა დიზაინერმა, ჯეიმი ჰიულეტმა 1998 წელს შექმნეს. ვირტუალური ბენდის წევრები ანიმაციური პერსონაჟები არიან, რომელთა თავგადასავალიც ათობით მუსიკალურ ვიდეოშია ასახული.

კომენტარები

კომენტარი