კულტურა

გირჩის ალტერნატიული სასწავლებელი – თავისუფალი განათლება

“გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ გირჩი სახელმწიფო განათლების სისტემის ალერნატიულ სასწავლო პროგრამას ქმნის, რომელსაც თავისუფალი განათლება ერქმევა.

იგი ამბობს, რომ ეს პროგრამა არ დაემორჩილება არცერთ სახელმწიფო რეგულაციას და თავისი მიმართულება იქნება.

“ქართული განათლების სისტემა ცუდ მდგომარეობაშია და ეს დღესაც დადასტურდა, როცა განათლების მინისტრმა რეფორმის გეგმა წარადგინა. მისი თქმით, გირჩის სკოლაში ბავშვებს მიიყვანენ ის მშობლები, ვინც იაზრებენ რომ სახელმწიფო განათლების სისტემა “მავნებლობაა”.

ჯაფარიძემ განაცხადა, გირჩის სკოლა დაეხმარება ბავშვებს საკუთარი თავის პოვნასა და მომავლის გაკვალვაში, რასაც სკოლების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს. სასწავლო ცენტრში გირჩი ახალგაზრდა მასწავლებლების აყვანას აპირებს.

როგორც ცნობილია, ახალი პროექტის კონცეფციას გირჩი ორშაბათს, რვა საათზე წარადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი