კულტურა

რა რეფორმები იგეგმება განათლების კუთხით?

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვა წარადგინა.

მისი თქმით, 2018-19 სასწავლო წლის განმავლობაში გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, ხოლო 2022 წლისთვის საჯარო სკოლებში ჩვენი ამოცანაა, რომ დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაიზარდოს სამჯერ”, – განაცხადა მან.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების რეფორმა მასწავლებლების, სპეც.მასწავლებლების, სკოლის დირექტორებისა და ადმინისტრაციის სახელფასო პოლიტიკას ითვალისწინებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა,  2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის.

მისივე თქმით, 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი  – 2000 ლარს და მეტს.

როგორც რეფორმის წარდგენისას ითქვა, რეფორმა განათლების ხუთივე მიმართულებით გატარდება.

კომენტარები

კომენტარი