ვიზუალური ხელოვნება

თვითნასწავლი მხატვრის დამაბნეველი და ქაოტური ნამუშევრები

ახალგაზრდა გოგონა, მხატვრობით გატაცებული ეველ მალენფიცენტი ვიზუალური ხელოვნების მოყვარულებს განსხვავებულ ნამუშევრებს სთავაზობს.

მხატვარი ამბობს, რომ მისი შემოქმედება ქაოტური და ექსტრაორდინალურია.

“ბევრს ვმოგზაურობ და ძალიან მიყვარს ბუნება, ეს ყველაფერი კი მეხმარება შემოქმედებითი წარმოსახვის გამრავალფეროვნებაში.  ვხატავ ყველაფერს,  რაც დამაბნეველი და უნიკალურია”,- ამბობს ეველ მალენფიცენტი.

ახალგაზრდა გოგონა  სვირინგებსა და პირსინგებსაც აკეთებს. ასევე საათებს და ორიგინალური დიზაინის კალმებსაც.

თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრების ძირითად ნაწილზე გამოსახულია  ცხოველები, ფილმის პერსონაჟები და ყველაფერი,  რაც მის გარშემოა ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

კომენტარები

კომენტარი