ლიტერატურა

მაია სარიშვილის ლექსი ბრიუსელის მეტროში – TRANSPOESIE პოეტური ფესტივალი ბელგიაში

პოეზიის ფესტივალი TRANSPOESIE ბრიუსელის ევროპული კულტურის გაერთიანებული ინსტიტუტების ორგანიზებით ტარდება ბელგიის დედაქალაქში. წელს ფესტივალი ოფიციალურად 26 სექტემბერს იწყება, ევროპული ენების საერთაშორისო დღეს.

2018 წელს რამდენიმე ქვეყანა გაერთიანდა და ბრიუსელისა და მთელი ევროპის მოსახლეობას სთავაზობენ პოეტურ ნაშრომებს ორიგინალ ენაზე ფრანგული, ინგლისური და გერმანული თარგმანების თანხლებით.

ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც. დღეიდან ბრიუსელის მეტროში ჩასულ ადამიანებს ქართველი პოეტის, მაია სარიშვილის ლექსის 4 ენაზე წაკითხვა შეუძლიათ, მათ შორის ქართულადაც.

კომენტარები

კომენტარი