საშემსრულებლო ხელოვნება

Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებიანი ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავები დაასახელა

Forbes-მა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავები”.

Jay Z-მ, იგივე შონ კორი კარტერი, 76,5 მლნ. აშშ. დოლარი გამოიმუშავა, რის გამოც, იგი სიის პირველ ადგილზე მოხვდა. სტატიის თანახმად, მას ყველაზე მეტი შემოსავალი ალბომმა Everything Is Love მოუტანა, რომელიც მეუღლესთან, Beyonce-სთან ერთად ჩაწერა.

სიის მეორე და მესამე ადგილებს, შესაბამისად, Diddy (შონ კომბსი) და Kendrick Lamar-ი იკავებენ 64 და 58 მლნ. აშშ. დოლარებით.

გამომუშავებული თანხები დაანგარიშებულია ბოლო 12 თვის მიხედვით.

“არტნიუსი” გთავაზობთ Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ სრულ სიას:

  • Jay Z – 76,5 მლნ. აშშ. დოლარი
  • Diddy – 64 მლნ. აშშ. დოლარი
  • Kendrick Lamar – 58 მლნ. აშშ. დოლარი
  • Drake – 47 მლნ. აშშ. დოლარი
  • J. Cole – 35,5 მლნ. აშშ. დოლარი
  • Dr. Dre – 35 მლნ. აშშ. დოლარი
  • Nas – 35 მლნ. აშშ. დოლარი
  • Pitbull – 32 მლნ. აშშ. დოლარი
  • Future – 30 მლნ. აშშ. დოლარი
  • Kanye West – 27.5 მლნ. აშშ. დოლარი
  • DJ Khaled – 27 მლნ. აშშ. დოლარი
  • Migos – 24.5 მლნ. აშშ. დოლარი
  • Eminem – 23 მლნ. აშშ. დოლარი
  • Chance the Rapper – 21.5 მლნ. აშშ. დოლარი
  • Travis Scott – 21 მლნ. აშშ. დოლარი
  • Birdman – 20 მლნ. აშშ. დოლარი
  • Lil Uzi Vert – 19.5 მლნ. აშშ. დოლარი
  • Lil Wayne – 19 მლნ. აშშ. დოლარი
  • Logic – 17 მლნ. აშშ. დოლარი
  • Meek Mill – 15 მლნ. აშშ. დოლარი

კომენტარები

კომენტარი