სტილი, დიზაინი

SELFRIDGES-ი და BALENCIAGA “უსახლკარო” მანეკენის გამო ბოდიშს იხდიან

SELFRIDGES-ი და BALENCIAGA ბოდიშს იხდიან იმ მანეკენების გამო, რომლებიც ფანჯარაში უსახლკარო ადამიანების განსახიერებას შეიძლება მიგვემსგავსებინა.

დეპარტამენტის მაღაზიასა და მდიდრულ, მოდურ ბრენდს ბრალი დასდეს უსახლკარო ადამიანების ცინიკურად დაცინვისთვის, რაც მანეკენით გამოხატეს, რომელიც მაღაზიის ვიტრინაში, იატაკზე იწვა და კაპიშონი ჰქონდა დაფარებული.

სინამდვილეში, მსგავსი ტიპის მანეკენი BALENCIAGA-ს იმ სპორტული ფეხსაცმლისა და კაფიშონიანი ზედის პიარისთვის იყო, რომლებიც ასეულობით დოლარი ღირს.

მიუხედავად ფასისა და რეკლამის მიზნისა, ხალხის უდიდესი ნაწილისგან მაინც იჩინა თავი მწვავე კრიტიკამ.

როგორც BALENCIAGA-ს წარმომადგენლები ამბობენ, რეკლამის სახე ამერიკელი არტისტის, მარკ ჯენკინსის იდეა იყო და მათი გათვლებით ამ რეკლამას უნდა წარმოესახა 2 ტიპის სიტუაცია: 1) სახლში ყოფნის პერიოდი და 2) აეროპორტში ფრენებს შორის ლოდინის პერიოდი.

კომენტარები

კომენტარი