არტ მენეჯმენტი საშემსრულებლო ხელოვნება

წელს ევროპის ჯაზ-კონფერენციაში საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას

European Jazz Network (EJN)-ის ორგანიზებით 2018 წლის  ჯაზ კონფერენცია ჩატარდება 13 დან 16 სექტემბრამდე პორტუგალიაში, ლისბონის კულტურულ ცენტრ – დე ბელემში.

ევროპის პრესტიჟულ ღონისძიებას წელს პირველად ევროპული ჯაზ-გაერთიანების მოწვევით  საქართველოს წარმომადგენელი, კავკაზ ჯაზ ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი, ჰელენ მეჩიტოვა დაესწრება.

კავკაზ ჯაზ ფესტივალი 2010 წლის ივნისში დაარსდა დედაქალაქში ახალი საერთაშორისო ტალანტების აღმოსაჩენად და ახლა უკვე ყოველწლიურად იმართება თბილისში.

კონფერენციაზე გაიმართება ვორქშოფები, სპიჩები, სხვადასხვა სახის სესიები და, რაღა თქმა უნდა, ფესტივალი.

კომენტარები

კომენტარი