ლიტერატურა

ქართველი გამომცემლები კიევში საზაფხულო პროფესიულ სემინარში მონაწილეობენ

ქართველი გამომცემლები საზაფხულო პროფესიულ სემინარში მონაწილეობენ.  მსგავსი ვორქშოპები  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ინიციატივითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით  რეგიონის მასშტაბით ყოველწლიურად იმართება.

უკრაინულ ორგანიზაციასთან “ბუქ არსენალთან”   თანამშრომლობით ოთხდღიანი სემინარი კიევში 5-8 ივლისს იმართება. ინტენსიურ კურსს გერმანელი ექსპერტები უძღვებიან.

მონაწილეები საგამომცემლო სახლების სტრატეგიის შემუშავებაზე, მარკეტინგის დაგეგმვასა და საავტორო უფლებების გაყიდვის თემებზე მსჯელობენ.

“სემინარებზე განსაკურთებული ყურადღება ეთმობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის გამომცემლების მომზადების საკითხს. მნიშვნელოვანია, რომ წელს პირველად საგამომცემლო პროფესიულ სემინარს საქართველოდან სხვადასხვა ჟანრის ქართველი გამომცემლები ესწრებიან”,- აცხადებენ ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი