საშემსრულებლო ხელოვნება

დევიდ ბოუის პირველი სტუდიური ჩანაწერი 51 336 აშშ. დოლარად გაიყიდა

The Guardian-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ დევიდ ბოუის პირველი სტუდიური ჩანაწერი სახელად I Never Dreamed აუქციონზე 51 336 აშშ. დოლარად გაიყიდა.

ჩანაწერი The Konrads-ის ყოფილმა წევრმა, დევიდ ჰედფილდმა თავის სახლში პურის კალათაში იპოვა, რომელიც სათავსოში იყო შენახული. ჩანაწერის გაკეთების დროს ბოუი 16 წლის იყო.

როგორც ცნობილია, ჩანაწერი The Konrads-ის ყოფილმა წევრმა, დევიდ ჰედფილდმა, საკუთარ საპურეში იპოვა, რომელიც დიდი ხნის წინ იყო შენახული.

შეგახსენებთ, რომ კომპოზიტორი, მომღერალი, მხატვარი და მსახიობი დევიდ ბოუი ამ ჩანაწერის ჩაწერისას 16 წლის იყო. მას 26 სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი, ბოლო ალბომი კი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოუშვა. დევიდი 2016 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი